საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია

    ცხადდება ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოლიტიკოსის, ქართული დიპლომატიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!


    იხილეთ: სტიპენდიის მინიჭების წესი  ბრძანება წესი

    გთხოვთ, გაეცნოთ სტიპენდიის მინიჭების წესს და სტუდენტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მიხედვით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:


    ა) პირადი განცხადება სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის თავმჯდომარის სახელზე (იხ. დანართი);
    ბ) დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების (გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სამეცნიერო კონფერენციის თეზისებში/მასალებში) გამოქვეყნებას;
    გ) სამეცნიერო კონფერენციაში/კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

    საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  10 ოქტომბერი, 18:00 სთ.

    სტუდენტებმა განცხადება და დოკუმენტები ელექტრონული ფორმით  უნდა გამოაგზავნონ მეილზე chancellery.pes.tsu.ge 
    მეილის თემაში მიუთითეთ: "აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია".

    თარიღი: 09/10/2024